კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პრეამბულა

წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ახორციელებს შპს „აი ვი ეფ სთორ ჯორჯია“ [შემდგომში: „კომპანია“] ჩვენს ვებგვერდზე [შემდგომში: „პლატფორმა“] რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მათი კონფიდენციალობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

პლატფორმის გამოყენება ჩაითვლება იმის დასტურად, რომ წაიკითხეთ, გაეცანით და დაეთანხმეთ წინამდებარე პოლიტიკასა და მასში განსაზღვრულ მონაცემთა დამუშავების წესებს.

თუ პლატფორმას იყენებთ მესამე პირის სახელით [მაგ. ოჯახის წევრი], თქვენ ადასტურებთ, რომ უფლებამოსილი ხართ მათი სახელით დაეთანხმოთ წინამდებარე პოლიტიკას და მასში მითითებულ მონაცემებს.

1.     პერსონალური მონაცემების დამუშავება

1.1. დამუშავების მიზნები

პლატფორმაზე შეგროვებული პერსონალური მონაცემები მუშავდება შემდეგი მიზნებისთვის:

  • მომხმარებლის რეგისტრაცია და ანგარიშის მართვა;
  • შეკვეთის მიღება, დამუშავება და შესრულება;
  • გადახდის, დაბრუნების ან თანხის უკუგატარების მართვა;
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია შეკვეთასთან, მიწოდებასთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით;
  • მომხმარებლის მოთხოვნების, საჩივრებისა და პრეტენზიების განხილვა;
  • მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ფარმაცევტულ საქმიანობასთან, საგადასახადო, საბუღალტრო ან მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვა;
  • უსაფრთხოების, თაღლითობის პრევენციისა და პლატფორმის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, საინფორმაციო ან მარკეტინგული შეტყობინებების გაგზავნა.

1.2. სამართლებრივი საფუძველი

თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება თქვენი თანხმობით ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.

1.3. შეგროვებული მონაცემების კატეგორიები

პლატფორმის მეშვეობით შეიძლება შევაგროვოთ და დავამუშავოთ შემდეგი სახის მონაცემები:

  • საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
  • საკონტაქტო მონაცემები: ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, მიწოდების მისამართი;
  • დემოგრაფიული მონაცემები: სქესი, დაბადების თარიღი;
  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები: შეძენილი მედიკამენტები, რეცეპტის მონაცემები (საჭიროებისამებრ);
  • ფინანსური/ბარათის მონაცემები;
  • შესყიდვების ისტორია და გადახდის ოპერაციები.

1.4. მონაცემთა შენახვა დამუშავების შეწყვეტის შემდეგ

ნებისმიერი საფუძვლით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის შემდგომ, ვიტოვებთ უფლებას მოვახდინოთ პერსონალური მონაცემების დეპერსონალიზება და შევინახოთ სტატისტიკური ან ანალიტიკური მიზნებისთვის.

1.5. ასაკობრივი შეზღუდვა

18 წლამდე პირებს ეკრძალებათ პლატფორმით სარგებლობა. პლატფორმის გამოყენებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ სულ მცირე 18 წლისაა.

ასაკობრივი ზღვარის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია გააუქმოს მისი ანგარიში და წაშალოს მის მიერ მოწოდებული მონაცემები.

2.კონფიდენციალობისა და უსაფრთხოების გარანტიები

2.1. მომხმარებლის პასუხისმგებლობა

მომხმარებელი პასუხისმგებელია კომპანიისთვის მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე. მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, გთხოვთ განაახლოთ შესაბამისი ინფორმაცია პროფილში. კომპანიას უფლება აქვს, მონაცემების სიზუსტეში ეჭვის შემთხვევაში, შეაჩეროს სერვისების მიწოდება დაზუსტებამდე.

2.2. ანგარიშის გაუქმება და მონაცემების წაშლა

ანგარიშის გაუქმების ან პერსონალური მონაცემების დაბლოკვის/წაშლის/განადგურების მოთხოვნით, დაგვიკავშირდით პლატფორმაზე განთავსებულ კომპანიის საკონტაქტო მონაცემებზე.

2.3. შენახვის ვადა

კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვას  მანამ, სანამ არ განხორციელდება თქვენს მიერ გაცხადებული თანხმობის გამოხმობა. ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს თქვენს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე.

2.4. ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები

კომპანია ახორციელებს შესაბამის ტექნიკური და ორგანიზაციული ხასიათის უსაფრთხოების ღონისძიებებს მონაცემების არაუფლებამოსილი წვდომის, გამჟღავნების, მოდიფიცირებისა და განადგურებისგან დასაცავად. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მოწყობილობაზე არაუფლებამოსილი წვდომით გამოწვეულ ზარალზე.

2.5. მონაცემთა გადაცემა სახელმწიფო ორგანოებისთვის

კომპანია ვალდებულია გადასცეს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები სახელმწიფო, მარეგულირებელ ან სამართალდამცავ ორგანოებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.6. მონაცემების გაზიარება კონტრაქტორებთან

კომპანია უფლებას იტოვებს განსაზღვრული მიზნების მიღწევისთვის, შესაბამისი მოცულობით, გაუზიაროს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემები შემდეგ  მესამე პირებს:

  • ტექნოლოგიური/დეველოპერული პარტნიორები;
  • საგადახდო და ფინანსური ინსტიტუტები;
  • საკურიერო სერვისების პროვაიდერები;

2.7. კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლები

კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ კონფიდენციალობის პოლიტიკის დარღვევაზე, რომელიც სცდება სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებს, ასევე, კომპანიის კონტროლის მიღმა არსებულ მოვლენებზე (მათ შორის: კიბერ შეტევები, ჰაკინგი, სახელმწიფო ქმედებები, ინტერნეტ მომსახურების ხარვეზები და ა.შ.).

3.     პოლიტიკის ცვლილებები

წინამდებარე პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და შიდა პოლიტიკის ცვლილების შესაბამისად. ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება პლატფორმაზე. იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმება ცვლილებებს, მოხმარებელს უფლება აქვს გააუქმოს ანგარიში.

4.     თანხმობა წინამდებარე პოლიტიკაზე

პლატფორმაზე რეგისტრაციით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო კონფიდენციალობის პოლიტიკას და ეთანხმება მასში განსაზღვრული ფორმითა და მიზნებისთვის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

5.     საკონტაქტო ინფორმაცია

ნებისმიერი კითხვის ან მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ:

კომპანია: შპს „აი ვი ეფ სთორ ჯორჯია“

საიდენტიფიკაციო კოდი: 405402504

მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N12, არასაცხოვრებელი ფართი N2-4, სართული 2, III ბლოკი

ელ. ფოსტა: contact@fertipharma.ge

ტელეფონი: +995 511 245 959

Add to cart
?>