მომხმარებლისთვის ცნობილია, რომ ონლაინ პლატფორმის მეშვეობით შეკვეთილი პროდუქცია არ ექვემდებარება დაბრუნებას, შეცვლას ან თანხის ანაზღაურებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
პროდუქციის დაბრუნება ან შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს მიეწოდა არასწორი დასახელების ან რაოდენობის პროდუქცია.
პასუხისმგებლობისშეზღუდვა
კომპანია არ არის პასუხისმგებელი მიწოდების დაგვიანებაზე, შეკვეთის ჩაბარების შეუძლებლობაზე ან სხვა შეფერხებაზე, თუ აღნიშნული გამოწვეულია მომხმარებლის ქმედებით/უმოქმედობით, მესამე პირის ქმედებით, საკურიერო მომსახურების შეფერხებით ან კომპანიის კონტროლს მიღმა არსებული გარემოებით.
პლატფორმაზე განთავსებული პროდუქციასთან დაკავშირებული ინფორმაცია ატარებს ზოგად საინფორმაციო ხასიათს და არ წარმოადგენს სამედიცინო ან კლინიკურ რჩევას. მომხმარებელი ვალდებულია მედიკამენტის ან სხვა სამკურნალო პროდუქტის გამოყენებამდე გაიაროს კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ პროდუქციის არასწორი გამოყენებით, თვითმკურნალობით ან სპეციალისტის კონსულტაციის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეულ შედეგებზე.