პროდუქციის მიწოდების პოლიტიკა

  1. მიწოდების არეალი

კომპანია ონლაინ შეკვეთების მიწოდებას ახორციელებს შემდეგ ქალაქებში: თბილისი;

  1. მიწოდების პირობები
    • მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს შეკვეთის მიწოდება შეკვეთის გაფორმებიდან და ანგარიშსწორებიდან 24 საათის განმავლობაში.
    • მიწოდების დრო არის საორიენტაციო და შესაძლოა შეიცვალოს ობიექტური გარემოებების გამო, მათ შორის საცობების, არასათანადო ამინდის, ტექნიკური შეფერხების, საკურიერო მომსახურების გადატვირთულობის, მომხმარებლის მიერ არასწორი ან არასრული მისამართის მითითების ან სხვა კომპანიის კონტროლს მიღმა არსებული გარემოებების შემთხვევაში.
    • მომხმარებელი პასუხისმგებელია შეკვეთის განთავსებისას მის მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციისა და მიწოდების მისამართის სისწორეზე. არასწორი ან არასრული მონაცემების მითითებით გამოწვეულ დაგვიანებაზე, შეკვეთის ჩაბარების შეუძლებლობაზე ან დამატებით ხარჯებზე კომპანია პასუხისმგებელი არ არის.

 

  1. საკურიერო მომსახურება
    • მიწოდება შესაძლოა განხორციელდეს კომპანიის მიერ შერჩეული საკურიერო მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით.
    • შეკვეთის საკურიერო მომსახურებისთვის გადაცემის შემდეგ, შეკვეთის დროულ, უსაფრთხო და უნაკლო მიწოდებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი საკურიერო მომსახურების მიმწოდებელი.
    • კომპანია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, შეცვალოს მიწოდების მეთოდი, დრო ან საკურიერო მომსახურების მიმწოდებელი, მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით.

 

  1. შეკვეთის მიღება და შემოწმება
    • მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის მიღებისთანავე შეამოწმოს მიწოდებული პროდუქცია, მათ შორის პროდუქციის დასახელება, რაოდენობა, შეფუთვის მდგომარეობა და შეკვეთასთან შესაბამისობა.
    • ხარვეზის, დაზიანების ან შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომპანიას. მოგვიანებით წარმოდგენილ პრეტენზიებზე კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ხარვეზი არსებობდა პროდუქციის მომხმარებლისთვის გადაცემის მომენტში.
Add to cart
?>