დივიგელი Divigel

42,00 

მოქმედი ნივთიერება: ესტრადიოლი

1 პაკეტი შეიცავს ესტრადიოლის ჰემიჰიდრატს, რომელიც ექვივალენტურია 0.5 მგ ან 1 მგ ესტრადიოლის;

ანოტაცია

ფარმაცევტული ფორმა. გელი
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები: ერთგვაროვანი, ოპალესცენტური გელი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ბუნებრივი და ნახევრადსინთეზური ესტროგენების მარტივი პრეპარატები. ესტრადიოლი, ათქ კოდი: G03ჩ A03.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ესტრადიოლის ვალერატი, რომელიც წარმოადგენს სინთეზურ 17β-ესტრადიოლს, ქიმიურად და ბიოლოგიურად იდენტურია ადამიანის ენდოგენური ესტრადიოლის. ის ქალებში აკომპენსირებს ესტროგენების დონის დაქვეითებას მენოპაუზის დროს და ამით ამსუბუქებს მენოპაუზის სიმპტომებს. ესტროგენები ხელს უშლიან ძვლოვანი მასის დაკარგვას, რომელიც ვითარდება მენოპაუზის დროს ან ოვარექტომიის შემდეგ.
ესტრადიოლის ტრანსდერმალური გამოყენება მედროქსიპროგესტერონის აცეტატთან ერთად ხელს უწყობს საერთო ქოლესტერინის დონის დაქვეითებას ქოლესტერინის მაღალი სიმკვირივის ლიპოპროტეინების მაჩვენებლების ცვლილების გარეშე. დივიგელის ეფექტიანობა ძვლოვანი მასის სიმკვრივის კორექციისათვის პოსტმენოპაუზის პერიოდში ისეთივეა, როგორც პერორალური ესტროგენების პრეპარატების მიღების დროს.

ფარმაკოკინეტიკა
დივიგელი წარმოადგენს ესტრადიოლის გელს სპირტის ფუძეზე.
გელის კანზე წასმის დროს სპირტი სწრაფად ორთქლდება და ესტრადიოლი კანის საშუალებით ხვდება სისხლძარღვთა სისტემაში. პრეპარატის წასმა 200-400 სმ2-ზე (ერთი ან ორი ხელიგულის ზომა) არ ახდენს გავლენას აბსორბირებული ესტრადიოლის რაოდენობაზე. მაგრამ, თუ პრეპარატის წასმა ხდება დიდ ფართობზე, შეწოვის ხარისხი მნიშვნელოვნად ქვეითდება. ესტრადიოლის მცირე რაოდენობა ჩერდება კანქვეშა უჯრედისში, საიდანაც ნელ-ნელა ხვდება სისხლის მიმოქცევაში. ტრანსდერმალური გამოყენება განაპირობებს ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის პირველი სტადიის გამოტოვებას. ამიტომ, სისხლის პლაზმაში ესტროგენის კონცენტრაციის მერყეობა დივიგელის გამოყენების შემდეგ გაცილებით მცირეა, ვიდრე პერორალური ესტროგენების გამოყენებისას.
დივიგელის ტრანსდერმალური გამოყენებისას ესტრადიოლის კონცენტრაცია პლაზმაში იყო შემდეგი:

დივიგელის დოზა ჩმაქს. (პმოლ/ლ) ჩსაშუალო (პმოლ/ლ) ჩმინ.. (პმოლ/ლ)
0.5 მგ 143 75 92
1 მგ 247 124 101
1.5 მგ 582 210 152

პრეპარატით მკურნალობის დროს ესტრადიოლი/ესტრონის თანაფარდობა ნარჩუნდება დონეზე 04-0.7, მაშინ როცა ესტრადიოლის პერორალური მიღების დროს ის ჩვეულებრივ ეცემა 0.2-ზე დაბლა. ბიოშეღწევადობის მდგრადი მაჩვენებელი შეადგენს 82%-ს ესტრადიოლის ვალერატის ექვივალენტურ პერორალურ დოზასთან შედარებით.

დივიგელის მეტაბოლიზმი და გამოყოფა ტრანსდერმალური გამოყენების დროს ბუნებრივი ესტროგენების ანალოგიურია.

კლინიკური მახასიათებლები
ჩვენებები
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის სახით ესტროგენის დეფიციტით გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ მეოპაუზის მქონე ქალებში.

ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის მენოპაუზის მქონე ქალებში მოტეხილობის მაღალი რისკით, როდესაც ოსტეოპოროზის პრევენციისთვის განკუთვნილი სხვა პრეპარატები უკუნაჩვენებია ან არ აქვთ ეფექტი.

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენების მცირე გამოცდილებაა 65 წელს ზემოთ ასაკის ქალებში.

უკუჩვენებები
სარძევე ჯირკვლის კიბო (დიაგნოსტირებული, სავარაუდო ან ანამნეზში არსებული).
დიაგნოსტირებული ან სავარაუდო ესტროგენდამოკიდებული ავთვისებინი სიმსივნეები (მაგ.: ენდომეტრიუმის კიბო).
უცნობის ეტიოლოგიის სისხლდენა საშოდან.
ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას.
ვენების თრომბოემბოლიური დაავადებები, მათ შორის ანამნეზში არსებული (ღრმა ვენების თრომბოზი (ღვთ), ფილტვის არტერიის ემბოლია).
სისხლის შედედების დიაგნოსტირებული მომატება (მაგ.: ჩ პროტეინის, შ პროტეინის და ანტითრომბინის დეფიციტი).
არტერიის მწვავე თრომბოემბოლია, მათ შორის ანამნეზში არსებული (მაგ.: სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი).
ღვიძლის მწვავე დაავადებები, მათ შორის ანამნეზში არსებული (ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმალიზებამდე).
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
პორფირია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმდება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პრეპარატების – ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორების, ერთდროული მიღებისას, განსაკუთრებით, ციტოქრომა P450, შეიძლება აჩქარდეს ესტრადიოლის მეტაბოლიზმი. ეს ნივთიერებები მოიცავენ გულყრების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებს (მაგ.: ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) და ანტიმიკრობულ საშუალებებს (მაგ.: რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ბევირაპინი, ეფავირენცი).
თუმცა რიტონავირი და ნელფინავირი წარმოადგენენ ძლიერ ინჰიბიტორებს, ესტროგენებთან ერთდროული გამოყენებისას ავლენენ საპირისპირო მაინდუცირებელ ეფექტს.
აივ პროტეაზის ინჰიბიტორების და არანუკლეოზიდური ტრანსკრიპტაზას შექცევადი ინჰიბიტორების, მათ შორის HჩV პროტეაზის ინჰიბიტორების, სხვადასხვა კომბინაციების სასქესო ჰორმონებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს პლაზმაში ესტროგენების კონცენტრაციები. ამ ცვლილებების სუფთა ეფექტი შეიძლება კლინიკურად მნიშვნელოვანი იყოს ზოგიერთ შემთხვევებში.
ამიტომ, ყურადღება უნდა მიექცეს გამოყენების ინსტრუქციას კომბინირებული დანიშვნის დროს, მათ შორის აივ/ HჩV მედიკამენტების, რათა დაადგინდეს პოტენციური ურთიერთქმედებები და გათვალისწინებულ იქნეს რეკომენდაციები მათ შესახებ.
მცენარეულმა პრეპარატებმა, რომლებიც შეიცავენ კრაზანას, შეიძლება გააძლიერონ ესტროგენების მეტაბოლიზმი. ესტროგენების მეტაბოლიზმის კლინიკურად მნიშვნელოვანმა მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს ზემოთ ხსნენებული ჰორმონების ეფექტიანობის დაქვეითება და მოახდინოს მენსტრუაციის პერიოდულობის დარღვევის პროვოცირება.
ესტროგენების და პროგესტოგენების კლინიკურად მომატებულმა მეტაბოლიზმმა შეიძლება გამოიწვიოს ეფექტის დაქვეითება და საშოდან სისხლდენის ხასიათის ცვლილება.

ესტროგენის შემცველი ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე. გამოვლინდა, რომ ესტროგენის შემცველი ჰორმონალური კონტრაცეპტივების ერთდროული გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ლამოტრიჯინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში ლამოტრიჯინის გლუკურონირების ინდუქციის გზით.Aმას შეუძლია შეამციროს გულყრების კონტროლი. მართალია, ლამოტრიჯინზე ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის პოტენციური ზემოქმედება შესწავლილი არ არის, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მსგავს ზემოქმედებას ექნება ადგილი. Aმას შეუძლია გამოიწვიოს გულყრებზე კონტროლის დაკარგვა იმ ქალებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ორივე პრეპარატს.
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება. კლინიკურ კვლევებში, სადაც ხდებოდა ომბიტასვირ/პარიტაპრევირი/რიტონავირის კომბინაციის კვლევა დასაბუვირთან ერთად ან მის გარეშე (რომელიც ნაჩვენებია ვირუსული ჩ ჰეპატიტის სამკურნალოდ), დაფიქსირდა ALთ-ს დონის ხუთჯერ უფრო მეტად მომატება ნორმის ზედა ზღვართან შედარებით იმ ქალებში, რომლებიც იღებდნენ ესტრადიოლის შემცველ სამკურნალო პრეპარატებს (მაგალითად, კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს). იმ ქალებში, რომლებიც იღებდნენ ისეთ ესტროგენის შემცველ პრეპარატებს, რომლებიც განსხვავდება ეთინილესტრადიოლისგან (მაგალითად ესტრადიოლი), გამოვლინდა ALთ-ს დონის ისეთივე მომატება როგორც იმ ქალებში, რომლებიც არ იღებდნენ ესტროგენებს. თუმცა, ვინაიდან იმ ქალთა მცირერიცხვოვნობის გამო, რომლებიც იღებდნენ ამ ესტროგენებს, უნდა დაიცვათ სიფრთხილე ომბიტასვირი/პარიტაპრევირის/რიტონავირის კმბინირებული გამოყენებისას დასაბუვირთან ერთად ან მის გარეშე, ასევე გლეკაპრევირის/პიბრენტასვირის გამოყენებისას.

განსაკუთრებული მითითებანი
ჰორმონული ჩანაცვლებითი თერაპიის (ჰჩთ) გამოცდილება 65 წელს ზემოთ ქალებში უმნიშვნელოა.
ჰჩთ გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ პოსტმენოპაუზის სიმპტომების არსებობის დროს, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ სიცოცხლის ხარისხზე.
გულდასმით უნდა იქნეს შეფასებული (არანაკლებ ყოველწლიურად) თერაპიის რისკი და სარგებელი.
ჰჩთ შეიძლება გაგრძელდეს იმ დრომდე, სანამ სარგებელი აჭარბებს რისკებს.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ნაადრევი მენოპაუზის დროს ჰორმონულ თერაპიასთან, შეზღუდული რაოდენობითაა. გვერდითი რეაქციების დაბალი აბსოლუტური რისკების გამო ახალგაზრდა ქალებში, რისკისა და სარგებლის თანაფარდობა ასეთ ქალებში შეიძლება იყოს უფრო კეთილსაიმედო, ვიდრე ხანდაზმულებში.

გამოკვლევები
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის (ჰჩთ) დაწყებამდე ან ხელახლა დანიშვნამდე ექიმმა უნდა შეაგროვოს პაციენტის სრული პირადი და ოჯახური ანამნეზი, უნდა ჩაატაროს სამედიცინო გამოკვლევა (მათ შორის მცირე მენჯის ღრუს ორგანოების და სარძევე ჯირკვლების), რათა გამოვლინდეს შესაძლო უკუჩვენებები და სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის დანიშვნის დროს.
მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია ჩატარდეს პერიოდული გამოკვლევები. კვლევების სიხშირე და მეთოდები განისაზღვრება თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად. ქალები ინფორმირებულები უნდა იყვნენ, სარძევე ჯირკვლების რა სახის ცვლილებებზე უნდა მიმართონ ექიმს. კვლევები, მათ შორის მამოგრაფია, უნდა ჩატარდეს მიღებული ნორმების შესაბამისად და ადაპტირებული უნდა იყოს თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ კლინიკურ მოთხოვნილებებზე.

მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვენ კონტროლს
თუ აღინიშნება, ადრე აღინიშნებოდა და/ან ორსულობის ან წინა ჰორმონალური თერაპიის დროს გამწვავდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ. ეს მდგომარეობები ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს ან გამწვავდეს დივიგელით მკურნალობის დროს: საშვილოსნოს ლეიომიომა (ფიბრომიომა) ან ენდომეტრიოზი, თრომბოემბოლიური დაავადებები, თუ ისინი ან მათი საფრთხე აღინიშნება ანამნეზში, ესტროგენდამოკიდებული სიმსივნეების რისკის ფაქტორები (მაგ.: სარძევე ჯირკვლის კიბოს I რიგის მემკვიდრეობითობა), არტერიული ჰიპერტენზია, ღვიძლის დაავადებები (მაგ.: ღვიძლის ადენომა), შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვების დაზიანებით ან მათ გარეშე, ქოლელითიაზი, შაკიკი ან ძლიერი თავის ტკივილი, სისტემური წითელი მგლურა, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია ანამნეზში, ეპილეფსია, ასთმა, ოტოსკლეროზი, მემკვიდრეობითი ან შეძენილი კვინკეს შეშუპება.

თერაპიის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მიზეზები
თერაპია უნდა შეწყდეს, თუ გამოვლინდა უკუჩვენებები და განვითარდა შემდეგი მდგომარეობები: სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის გაუარესება, არტერიული წნევის გამოხატული მომატება, შაკიკის მსგავსი თავის ტკივილის ახალი შეტევები, ორსულობა.

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და კარცინომა
ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის და კიბოს რისკი იზრდება, თუ პაციენტები ინტაქტური საშვილოსნოთი მკურნალობენ მხოლოდ ესტროგენებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. აღინიშნა ენდომეტრიუმის კიბოს 2-12-ჯერ გაზრდილი რისკი ესტროგენების ხანგრძლივად გამოყენების დროს პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ესტროგენებს, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენ მათ.
მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ რისკი რჩება მომატებული არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.
ინტაქტური საშვილოსნოს მქონე ქალებში ესტროგენის და გესტაგენის უწყვეტი კომბინირებული თერაპია ან პროგესტაგენის ციკლური დამატება, არანაკლებ 12 დღე ერთი თვის განმავლობაში ან 28 დღის განმავლობაში, აღმოფხვრის რისკს, რომელიც დაკავშირებულია ესტროგენის მომატებასთან.
მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს ძლიერი სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი. თუ სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი ვითარდება მკურნალობიდან გარკვეული ხნის შემდეგ ან გრძელდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, მიზეზი უნდა იქნეს გამოკვლეული. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაკეთდეს ენდომეტრიუმის ბიოფსია, რათა გამოირიცხოს უჯრედების ავთვისებიანი ტრანსფორმაცია.
ესტროგენებით მკურნალობამ პროგესტაგენის დამატების გარეშე შეიძლება გამოიწვიოს კიბოს წინარე მდგომარეობა ან ავთვისებიანი ცვლილებები ენდომეტრიოზის უბანში. ამრიგად, განხილულ უნდა იქნეს პროგესტაგენის დამატების მიზანშეწონილობა ესტროგენებით თერაპიაზე პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ჰისტერექტომია ენდომეტრიოზის გამო, განსაკუთრებითთ, ენდომეტრიოზის კერების მქონე პაციენტებში.

სარძევე ჯირკვლების კიბო
ზოგადი მონაცემები მიუთითებს, რომ სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი იზრდება როგორც იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ესტროგენის და გესტაგენის კომბინაციას, ასევე იმ პაციენტებში, რომელბიც იღებდნენ მხოლოდ ესტროგენს.

ესტროგენ-პროგესტაგენით კომბინირებული თერაპია
რანდომიზებული, პლაცებო გაკონტროლებული და ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით, ესტროგენისა და პროგესტაგენის კომბინაცია ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დროს ზრდის სარძევე ჯირკვლების კიბოს რისკს. ეფექტი ვლინდება დაახლოებით 3 (1-4) წლის შემდეგ.

მონოთერაპია ესტროგენებით
ქალებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ჰისტერექტომია, ესტოგენების გამოყენება ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დროს არ იწვევს სარძევე ჯირკვლების კიბოს რისკის ზრდას.
სხვა გამოკვლევებმა აჩვენა სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარების რისკის უმნიშვნელო ზრდა, თუმცა ეს გაცილებით ნაკლებია ესტროგენ-პროგესტაგენით კომბინაციის გამოყენების დროს არსებული რისკის. (იხ. “გვერდითი მოვლენები”).
ფართო მეტაანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ გაზრდილი რისკი ქვეითდება დროსთან ერთად მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, ხოლო დრო, რომელიც საჭიროა რისკის საწყის დონეზე დასაბრუნებლად, დამოკიდებულია ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის ხანგრძლივობაზე. თუ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია გამოიყენება ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რისკი ნარჩუნდება 10 წელი ან უფრო მეტი ხანს.

ჰჩთ, განსაკუთრებით, ესტროგენ-პროგესტაგენის კომბინაცია, ზრდის სარძევე კირკვლების ქსოვილების სიმკვრივეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სარძევე ჯირკვლის კიბოს რადიოლოგიური დიაგნოსტიკის გაუარესება.

საკვერცხეების კიბო
საკვერცხეების კიბო აღინიშნება უფრო იშვიათად, ვიდრე სარძევე ჯირკვლის კიბო. ესტროგენული ჰჩთ-ს ხანგრძლივი გამოყენება (არანაკლებ 5-10 წელი) დაკავშირებული იყო საკვერცხის კიბოს მცირედ გაზრდილ რისკთან. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, კომბინირებული ჰჩთ შეიძლება დაკავშირებული იყოს ანალოგიურ ან უფრო მცირე რისკთან (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოვლენები”).

ვენური თრომბოემბოლია
ჰჩთ დაკავშირებულია ვენური თრომბოემბოლიის, მაგალითად: ღრმა ვენების თრომბოზი ან ფილტვის ემბოლია, განვითარების რისკის 1.3-3-ჯერად ზრდასთან. დაავადების განვითარება ყველაზე უფრო მეტად მოსალოდნელია ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის პირველ წელს (იხ. “გვერდითი მოვლენები”).
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მიდრეკილება თრომბოზებისადმი, ვენური თრომბოემბოლიის რისკი მაღალია. რადგან ჰჩთ-მ შეიძლება გაზარდოს ეს რისკი, ის უკუნაჩვენებია ასეთ პაციენტებში (იხ. “გვერდითი მოვლენები”).
ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ზოგადი ფაქტორები მოიცავს ესტროგენების მიღებას, ხანდაზმულ ასაკს, დიდ ოპერაციულ ჩარევას, ხანგრძლივ იმობილიზაციას, ჭარბ წონას (სხეულის მასის ინდექსი >30 კგ/მ2), ორსულობა/მშობიარობის შემდგომ პერიოდს, სისტემურ წითელ მგლურას და კიბოს. არ არის მიღწეული კონსენსუსი ვენების ვარიკოზის როლის შესახებ ვენური თრომბოემბოლიის განვითარებაში.
ყველა ქირურგიული პაციენტში მიღებულ უნდა იქნეს სპეციალური პროფილაქტიკური ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული პოსტოპერაციული თრომბოემბოლია. თუ პაციენტი საჭიროებს იმობილიზაციას ხანგრძლივი დროის განმავლობაში გეგმური ოპერაციის შემდეგ, რეკომენდებულია ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის შეწყვეტა ოპერაციამდე 4-6 კვირით ადრე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს შესაბამისი ფიზიკური აქტივობის განახლების შემდეგ.
თუ პაციენტის პირველი რიგის ნათესავებს ახალგაზრდა ასაკში აღენიშნებოდათ ვენური თრომბოემბოლია, განხილულ უნდა იქნეს თრომბოფილიის სკრინინგის ჩატარების მიზანშეწონილობა. გამოკვლევის წინ პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს, რომ ამ კვლევას ახასიათებს შეზღუდული ინფორმატიულობა (იდენტიფიცირდება მხოლოდ დარღვევების ნაწილი, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ თრომბოფილია). თუ დადგენილია თრომბების წარმოქმნის მომატებული მიდრეკილება, ცნობილია თრომბოზის შემთხვევები ნათესავებში ან დადგენილია სერიოზული დარღვევები (მაგ.: ანტითრომბინის, შ და/ან ჩ პროტეინის დეფიციტი ან ამ მდგომარეობების კომბინაციაა), ჰჩთ უკუნაჩვენებია.
თუ პაციენტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებს ანტიკოაგულანტებს, უნდა შეფასდეს ჰჩთ-ის რისკი და სარგებელი.
მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ ვენური თრომბოემბოლია ვითარდება მკურნალობის დასაწყისში. პაციენტმა უნდა იცოდეს, თრომბოემბოლიის რომელი სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს (მაგ.: კიდურის მტკივნეული შეშუპება, უეცარი ტკივილი მკერდში, სუნთქვის გაძნელება).

გულის იშემიური დაავადება
რანდომიზებული, გაკონტროლებული კვლევების დროს არ გამოვლინდა ესტროგენ-პროგესტგენის კომბინაციური ან ესტროგენით მონოთერაპიის ჰჩთ-ს დამცველობითი ეფექტი გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ან სხვა ქალებში.

ესტროგენ-პროგესტაგენული კომბინირებული თერაპია
გულის იშემიური დაავადების განვითარების ფარდობითი რისკი მცირედ იმატებს ესტროგენ-პროგესტაგენული კომბინაციური თერაპიის დროს. გულის იშემიური დაავადების განვითარების აბსოლუტური რისკი დამოკიდებულია ასაკზე. გულის იშემიური დაავადების შემთხვევების რაოდენობა ესტროგენ-პროგესტაგენული კომბინაციური თერაპიის დროს ჯანმრთელ ქალებში, რომლებიც ახლოს არიან მენოპაუზასთან, ძალიან მცირეა, მაგრამ ასაკთან ერთად იზრდება.

ესტროგენებით მონოთერაპია
რანდომიზებულმა, გაკონტროლებულმა კვლევებმა არ გამოავლინა გულის იშემიური დაავადების მომატებული რისკი ჰისტერექტომიის შემდეგ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ ესტროგენს.

იშემიური ინსულტი
ესტროგენ-პროგესტაგენული კომბინაციური თერაპია და ესტროგენებით მონოთერაპია დაკავშირებულია იშემიური ინსულტის 1.5-ჯერ მომატებულ რისკთან. ფარდობითი რისკი არ იცვლება ასაკთან ერთად ან მენოპაუზის შემდგომ. რადგან ინსულტის რისკი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ასაკზე, ქალები, რომლებიც იღებენ ჰჩთ-ს, ინსულტის საერთო რისკი ასაკთან ერთად იზრდება (იხ. “გვერდითი მოვლენები”).

სხვა თავისებურებები
ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიონ სითხის შეკავება ორგანიზმში, ამიტომ გულის და თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები უნდა იყვნენ განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ.
საჭიროა ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე პაციენტების ყურადღებითი მონიტორინგი, რომლებიც იღებენ ჰჩთ-ს. ცნობილია სისხლის პლაზმაში ტრიგლიცერიდების დონის მკვეთრი მომატების შემთხვევები ესტროგენების მიღებისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პანკრეატიტის განვითარება.
ესტროგენები იწვევენ თირეოიდშემბოჭველი გლობულინის დონის მომატებას, რაც იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ცირკულირებული ჰორმონების დონის მომატებას, რაც იზომება იოდთან დაკავშირებული ცილით, თ4 კონცენტრაციით (სვეტური ან რადიოიმუნური კვლევის მეთოდი) ან თ3 კონცენტრაციით (კვლევის რადიოიმუნური მეთოდი). თ3 დონის მომატება ქვეითდება, რაც ვლინდება თირეოიდშემბოჭველი გლობულინის დონის მომატებით, თავისუფალი თ4 და თ3 კონცენტრაციები იცვლება.

სისხლის შრატში შეიძლება მოიმტოს სხვა შემბოჭველი პროტეინების კონცენტრაციებმა, მაგალითად, კორტიკოიდშემბოჭველი გლობულინის (გლობულინი, რომელიც იკავშირებს სასქესო ჰორმონებს, რაც იწვევს ცირკულირებული კორტიკოსტეროიდების და სასქესო სტეროიდული ჰორმონების კონცნეტრაციების მომატებას, შესაბამისად). თავისუფალი ან ბიოლოგიურად აქტიური ჰორმონების კონცენტრაციები უცვლელი რჩება. პლაზმის სხვა პროტეინების კონცენტრაციებმა შეიძლება მოიმატოს (ანგიოტენზინი/რენინი-სუბსტრატი, ალფა-1-ტრიპსინი, ცერულოპლაზმინი).
იშვიათად, შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა, განსაკუთრებით, ქალებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ქლოაზმა ორსულობის დროს. ქალებში, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ქლოაზმისადმი, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი მზის სხივებისა და ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედება ჰჩთ-ის დროს.
ჰჩთ არ აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს. არსებობს რიგი მტკიცებულებების, რომ დემენციის რისკი იზრდება ქალებში 65 წელს ზემოთ ესტროგენებით თერაპიის დასაწყისში და მის განმავლობაში.
დივიგელი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
დივიგელი არ არის კონტრაცეპტივი, ამიტომ აუცილებელია ჩასახვის საწინააღმდეგო შესაბამისი საშუალებების გამოყენება.
ALთ-ს დონის მომატება სისხლში. კლინიკურ კვლევევში ომბიტაზვირი/პარიტაპრევირი/რიტონავირის კომბინაციით დაზუბავირთან ერთად ან მისი გარეშე, რაც ნაჩვენებია ჩ ჰეპატიტის (HჩV) მკურნალობისათვის, ALთ-ის დონის მომატება ნორმის ზედა ზღვარზე (ნზზ) ხუთჯერ მეტად მნიშვნელოვნად უფრო ხშირი იყო ეთინილესტრადიოლის შემცველი სამკურნალო პროდუქტების (როგორიცაა კომბინირებული ჰორმონული კოტრაცეპტივები) მიმღებ ქალებში. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ გლეკაპრევირი/პიბრენტაზვირის კომბინაციას, ალტ-ის დონის მომატება ასევე აღინიშნა ეთინილესტრადიოლის შემცველი მედიკამენტების მიმღებ ქალებში, როგორიცაა კომბინირებული ჰორმონული კონტრაცეპტივები. ქალებში, რომლებიც იღებდნენ ესტროგენის, მაგრამ არა ეთინილესტრადიოლის შემცველ სამკურნალო პროდუქტებს, როგორიცაა ესტრადიოლი, აღინიშნა ალტ-ის იმავე რაოდენობით მომატება, რაც ესტროგენების არმიმღებ ქალებში. თუმცა, მცირე რაოდენობით ქალების გამო, რომლებიც იღებენ ამ სხვა ესტროგენებს, სიფრთხილეა საჭირო ომბიტაზვირი/პარიტაპრევირი/რიტონავირის კომბინაციის დაზუბავირთან ერთად ან მისი გარეშე, ან გლეკაპრევირი/პიბრენტაზვირის კომბინაციის ერთდროული მიღებისას.
ესტრადიოლის პოტენციური გადაცემა ბავშვებზე
ესტრადიოლის შემცველი გელი შეიძლება შემთხვევით გადაეცეს ბავშვებს კანზე გამოყენების ადგილიდან.
სარძევე ჯირკვლების განვითარება და გადიდება პრეპურბეტატული ასაკის გოგონებში და ადრეული მომწიფების ასაკში, გინეკომასტია და სარძევე ჯირკვლების გადიდება პრეპუბერტატული ასაკის ბიჭებში ესტრადიოლის გელის არაწინასწარგანზრახული მეორეული ზემოქმედების გამო აღწერილ იქნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში.
უმეტესობა შემთხვევებში ეს მდგომარეობა აღმოიფხვრა ესტრადიოლის ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ.
პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია შემდეგის აუცილებლობის შესახებ:
 არ დაუშვან, რომ სხვა პირებს, განსაკუთრებით ბავშვებს, კონტაქტი ჰქონდეთ კანის დამუშავებულ ადგილთან და ეს ადგილები უნდა დაფარონ ტანსაცმლით საჭიროების შემთხვევაში, კონტაქტის შემთხვევაში ბავშვის კანი უნდა ჩამოიბანოს საპნითა და წყლით, რაც შეიძლება სწრაფად.
 მიმართონ ექიმს ისეთი ნიშნებისა და სიმპტომების, როგორიცაა სარძევე ჯირკვლების განვითარება ან სხვა სქესობრივი განვითარების ცვლილებები, გამოვლენის შემთხვევაში ბავშვებში, რომლებიც ესტრადიოლის გელის შემთხვევით ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ.

მედიკამენტი შეიცავს 62,5 მგ – 187,5 მგ პროპილენგლიკოლს ყოველ 0,5 – 1,5 გ დოზაში.
მედიკამენტი შეიცავს 292,5 მგ- 835,0 მგ სპირტს (ეთანოლს) ყოველ 0,5 გ – 1,5 გ დოზაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს დაზიანებულ კანზე წვის შეგრძნება.

ორსულობის და ძუძუთი კვების დროს გამოყენება
დივიგელის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს არ არის ნაჩვენები.
თუ თერაპიის დროს პაციენტი დაორსულდა, დივიგელით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
უმეტესობა ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგების მიხედვით, ესტროგენის შემთხვევითი მიღება ფეხმძიმობის დროს არ იწვევს ტერატოგენულ ან ფეტოტოქსიკურ ეფექტებს.

ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს რეაქციის სიჩქარეზე გავლენის უნარი
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს რეაქციის სისწრაფეზე.

მიღების წესი და დოზები
დოზირება
დივიგელი არის ტრანსდერმალური გამოყენებისთვის განკუთვნილი გელი. დივიგელი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მუდმივი (უწყვეტი), ციკლური ან თანმიმდევრული მკურნალობის სახით. ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის 1.0 გ გელი ერთხელ დღეში, რომელიც შეესაბამება 1.0 მგ ესტრადიოლს. გამოყენების ხანგრძლივობას ან დოზებს განსაზღვრავს ექიმი პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების მიხედვით (კლინიკური მდგომარეობის მიხედვით, შეიძლება მოხდეს დოზის კორექცია 2-3 ციკლის შემდეგ, ინდივიდუალურად 0.5 გ-დან 1.5 გ-მდე დღეში, რომელიც შეესაბამება 0.5-1.5 მგ ესტრადიოლს დღეში).
ინტაქტური საშვილოსნოს მქონე პაციენტებში დივიგელის კომბინირება უნდა მოხდეს პროგესტაგენებთან ინტერვალით 1 თვე, მაგ.: შეიძლება გამოყენებულ იქნეს მედროქსიპროგესტერონის აცეტატი, ნორეთინდრონი, ნორეთინდრონის აცეტატი ან დიდროგესტერონი არანაკლებ 12-14 დღის განმავლობაში.
პროგესტაგენები არ არის რეკომენდებული ქალებში ჰისტერექტომიის შემდეგ, თუ მათ არ აქვთ დიაგნოსტირებული ენდომეტრიოზი.
პაციენტებმა, რომლებიც ადრე არ იტარებდნენ ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას (ჰჩთ) ან გადადიან დივიგელზე ხანგრძლივი კომბინირებული თერაპიის შემდეგ, დივიგელით მკურნალობა შეიძლება დაიწყონ ნებისმიერ დღეს. პაციენტები, რომლებიც გადადიან დივიგელზე უწყვეტი ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის შემდეგ, დივიგელით მკურნალობა შეიძლება დაიწყონ სამკურნალო ციკლის დასრულების შემდეგ.
პოსტმენოპაუზის სიმპტომების მკურნალობის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი ეფექტიანი დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს, რაც შეიძლება ხანმოკლე.
თუ პაციენტს დაავიწყდა გელის გამოყენება, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივ, მეორე დღეს.
პრეპარატის არარეგულარული გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა საშვილოსნოდან.

გამოყენების წესი
დივიგელის წასმა უნდა მოხდეს მშრალ და სუფთა კანზე.
დივიგელის დოზა გამოიყენება ერთხელ დღეში, ბარძაყების კანზე ან სხეულის ქვედა ნაწილში. რეგულარულად უნდა შეიცვალოს წასმის ადგილი. წასმის ზედაპირი უნდა იყოს 1-2-ჯერ მეტი ხელისგულის ზომაზე. დივიგელის წასმა არ შეიძლება სარძევე ჯირკვლებზე, სახეზე, გენიტალიებზე ან გაღიზიანებულ კანზე. წასმის შემდეგ გელი უნდა გაშრეს რამდენიმე წუთის განმავლობაში. გელის წასმის ადგილი არ უნდა იქნეს დაბანილი ერთი საათის განმავლობაში. გელის თვალებთან კონტაქტი თავიდან უნდა იქნეს აცილებული. გელის გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა.
გელის გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების საპნითა და წყლით დაბანა. გელის გაშრობისთანავე უნდა მოხდეს გამოყენების ადგილის ტანსაცმლით დაფარვა. გელის დატანის ადგილთან სხვა პირის კანთან მოსალოდნელი კონტაქტის შემთხვევაში, ეს ადგილი უნდა იქნეს ჩამობანილი. თუ სხვა პირს ან შინაურ ცხოველს შემთხვევით ჰქონდა კონტაქტი გელის წასმის ადგილთან, საჭიროა კანის კონტაქტის ადგილის დაუყოვნებლივ დაბანა საპნითა და წყლით. თუ არ იქნება დაცული უსაფრთხოების არანარი ზომები, ესტრადიოლის გელი შეიძლება შემთხვევით გადაეცეს სხვა პირებს კანთან მჭიდრო კონტაქტის გზით (მაგ.; ბავშვს, მეუღლეს) ან შინაურ ცხოველს, რამაც შეიძლება მათში გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. საჭიროა ექიმთან ან ვეტერინართან მიმართვა, თუ ვითარდება გვერდითი მოვლენების ნიშნები.
პაციენტები ინფორმირებულები უნდა იყვნენ, რომ მათს ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ კონტაქტი სხეულის უბანთან, სადაც მოხდა ესტრადიოლის გელის დატანა (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითებები”).
დამატებითი ინფორმაცია პაციენტების გარკვეული ჯგუფებისათვის
დივიგელის გამოყენების გამოცდილება 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში შეზღუდულია.
დივიგელის გამოყენება არ არის ნაჩვენები ბავშვებში.

ბავშვები
პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში.

დოზის გადაჭარბება
მწვავე ტოქსიკურობის კვლევები არ მიუთითებს მწვავე გვერდითი რეაქციების რისკზე რეკომენდებულზე მეტი დოზის გამოყენებისას.
ზოგიერთ ქალში შეიძლება განვითარდეს გულისრევა, თავის ტკივილი, ღებინება, სისხლდენა მოხსნისას. რამდენიმე შეტყობინების მიხედვით, არ აღინიშნა სერიოზული გვერდითი ეფექტები ბავშვებში, რომლებმაც მიიღეს კონტრაცეპტივები ესტროგენების დიდი დოზებით.
მკურნალობა სიმპტომურია.
ტრანსდერმალური გამოყენებისას ესტრადიოლის დოზის გადაჭარბება ნაკლებ სავარაუდოა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომურია. გელი უნდა ჩამოიბანოს.

გვერდითი მოვლენები
მკურნალობის პირველი თვეების განმავლობაში შეიძლება განვითარდეს ძლიერი სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი, მკერდის მგრძნობელობა ან გადიდება. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ხანმოკლეა და ქრება მკურნალობის პერიოდში.

ქვემოთ მოცემულია მონაცემები, რომლებიც მიღებულია კლინიკური კვლევებიდან და პოსტრეგისტრაციის პერიოდში. გვერდითი მოვლენები ვითარდება დაახლოებით 76% პაციენტებში. გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა 10%-ზე მეტ პაციენტში კლინიკური გამოკვლევების დროს, იყო ადგილობრივი რეაქციები და სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა.

გვერდითი მოვლენების სიხშირე კლასიფიცირებულია შემდეგნაირად:
ხშირი (≥1/100 <1/10); არახშირი (≥1/1000 <1/100); იშვიათი (≥1/10000 <1/1000); სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

გვერდითი რეაქციები, რომლებიც განვითარდა ესტრადიოლის ტრანსდერმალური გამოყენების დროს
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებული წარმონაქმნები (მათ შორის კისტები და პოლიპები)
არახშირი: სარძევე ჯირკვლის და ენდომეტრიუმის კეთილთვისებიანი სიმსივნეები
სიხშირე უცნობია: მიომა

იმუნური სისტემის დარღვევები
არახშირი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები
სიხშირე უცნობია: (მემკვიდრეობითი და შეძენილი) ანგიონევროზული შეშუპების გამწვავება

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
ხშირი: შეშუპება, სხეულის მასის მომატება, სხეულის მასის დაქვეითება
არახშირი: მადის მომატება
სიხშირე უცნობია: ჰიპერქოლესტერინემია1

ფსიქიკური დარღვევები
ხშირი: დეპრესია, ნევროზულობა, ძილიანობა
არახშირი: ლიბიდოს და განწყობის ცვლილება, შფოთვა, უძილობა, აპათია, ემოციური ლაბილობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა
სიხშირე უცნობია: ეიფორია1, აგზნება1

ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
არახშირი: შაკიკი, პარესთეზია
სიხშირე უცნობია: ტრემორი1

მხედველობის ორგანოების მხრივ დარღვევები
ხშირი: მხედველობის დარღვევა
არახშირი: კონტაქტური ლინზების აუტანლობა
სიხშირე უცნობია: თვალების სიმშრალე1

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები
ხშირი: ალები
არახშირი: გაძლიერებული გულისცემა
იშვიათი: არტერიული წნევის მომატება, ვენების თრომბოემბოლია (მაგ.: ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი ან მენჯის ვენების თრომბოზი), ფილტვის ემბოლია2
სიხშირე უცნობია: თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ზედაპირული ფლებიტი1, პურპურა1

რესპირატორული სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები
სიხშირე უცნობია: სუნთქვის გაძნელება1, სურდო1

საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები
ხშირი: გულისრევა, ღებინება, კუჭ-ნაწლავის კოლიკა, მეტეორიზმი
არახშირი: შეკრულობა
სიხშირე უცნობია: ტკივილი მუცელში, მუცლის გაბერვა, დისპეფსია1, დიარეა1, რექტალური სიმპტომები1

ჰეპატობილიარული სისტემის დარღვევები
იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის და ნაღვლის დინების დარღვევები
სიხშირე უცნობია: ქოლესტაზური სიყვითლე

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
არახშირი: აკნე, გამელოტება, კანის სიმშრალე, კვანძოვანი ერითემა, ჭინჭრის ციება
იშვიათი: გამონაყარი
სიხშირე უცნობია: კონტაქტური დერმატიტი, ეგზემა, ფრჩხილის ბუდის ცვლილება1, კანის კვანძოვანი ცვლილებები1, ჰირსუტიზმი1

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
არახშირი: სახსრების სიმპტომები, კუნთების კრუნჩხვები

თირკმელების და შარდის გამომყოფი სისტემის დარღვევები
არახშირი: ხშირი შარდვის მოთხოვნილება და შარდვის გახშირება
სიხშირე უცნობია: შარდის შეუკავებლობა1, ცისტიტი1, შარდის გაუფერულება1, ჰემატურია1

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების დარღვევები
ხშირი: მგრძნობელობა/ტკივილი/სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, ძლიერი სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი, ვაგინალური გამონადენი, ვულვის/საშოს სიმპტომები, მენსტრუალური დარღვევები
არახშირი: სარძევე ჯირკვლების გადიდება, სარძევე ჯირკვლების მომატებული მგრძნობელობა, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია.
იშვიათი: მტკივნეული მენსტრუაცია, პრემენსტრუალური სინდრომი
სიხშირე უცნობია: საშვილოსნოს სიმპტომები1

ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის რეაქციები
ხშირი: გაღიზიანება, ქავილი პრეპარატის წასმის ადგილზე, ტკივილი, ჰიპერჰიდროზი
არახშირი: დაღლილობა
სიხშირე უცნობია: ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა1, ასთენია1, ჰიპერთერმია1, გრიპოზული სიმპტომები1, უღონობა.

1 ცალკეული შეტყობინებები. პირების სიმცირის გამო (ნ=611), რომლებიც მონაწილეობდნენ კვლევაში, მიღებული მონაცემების საფუძველზე გვერდითი რეაქციები არ შეიძლება კლასიფიცირებული იქნეს, როგორც არახშირი ან იშვიათი.
2 იხ. პარაგრაფები “უკუჩვენებები” და “გამოყენების თავისებურებები”.

სხვა გვერდითი რეაქციები, რომლებიც განვითარდა ესტროგენ-პროგესტაგენებით კომბინირებული თერაპიის დროს:
ესტროგენდამოკიდებული კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები, მაგ.: ენდომეტრიუმის კიბო.
მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის განვითარება.
ნაღვლის ბუშტის მუშაობის დარღვევა.
ქლოაზმის, მულტიფორმული ერითემის ერთეული შემთხვევა.
დემენციის განვითარება 65 წლის ზემოთ.
სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარების რისკი
სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი იზრდება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ესტროგენის და პროგესტაგენის კომბინაციას ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. რისკი გაცილებით დაბალია იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ ესტროგენს, ესტროგენ-პროგესტაგენებით კომბინაციის დროს, რისკის ხარისხი დამოკიდებულია მკურნალობის ხანგრძლივობაზე.
ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი
პაციენტები ინტაქტური საშვილოსნოთი პოსტმენოპაუზის დროს
ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი ქალებში ინტაქტური საშვილოსნოთი, რომლებიც არ იღებდნენ ჰჩთ-ს, შეადგენს 5:1000-ს.
მონოთერაპია ესტროგენებით არ არის რეკომენდებული ჰჩთ-სთვის ქალებში ინტაქტური საშვილოსნოთი, რადგან იზრდება ენდომეტრიუმის კიბოს რისკი (იხ. “გამოყენების თავისებურებები”).
ეპიდემიოლოგიური კვლევებით, ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკის გაზრდა დამოკიდებულია ესტროგენებით მონოთერაპიის ხანგრძლივობაზე და ესტროგენის დოზაზე და შეადგენს 5-დან 55-მდე დამატებით შემთხვევას ათას ქალზე 50-65 წლის ასაკში.
პროგესტაგენების დამატება ესტროგენებით თერაპიაზე არანაკლებ 12 დღის განმავლობაში თითოეულ პერიოდში ამცირებს ამ რისკის ზრდას.
Mჭშ (“მილიონი ქალის კვლევა”) მიხედვით, კომბინირებული ჰჩთ-ს (ციკლური ან უწყვეტი) გამოყენება 5 წლის განმავლობაში არ ზრდის ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკს [(ფარდობითი რისკი 1.0 (95% ჩI 0.8-1.2))].
საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი
ჰჩთ-ს გამოყენება მონოთერაპიის სახით ან პროგესტაგენებთან კომბინაციაში დაკავშირებულია საკვერცხის კიბოს გაზრდილ რისკთან.
კვლევის მიხედვით, ჰჩთ-ს 5 წლის განმავლობაში 50-54 წლის ასაკის ქალებში დაფიქსირდა საკვერცხის კიბოს დაახლოებით 1 შემთხვევა 2000 პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ჰჩთ-ს და 2 შემთხვევა 2000 პაციენტში, რომლებიც არ იღებდნენ ჰჩთ-ს.
ვენების ემბოლიის განვითარების რისკი
ჰჩთ დაკავშირებულია ვენური თრომბოემბოლიის რისკის 1.3-3-ჯერად გაზრდასთან, როგორიცაა მაგ.: ღრმა ვენების თრომბოზი ან ფილტვის ემბოლია. დაავადების განვითარება ნაკლებ სავარაუდოა ჰჩთ-ს პირველ წელს.
გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი
გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი მცირედ იზრდება 60 წლის ზემოთ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰჩთ-ს.
იშემიური ინსულტის განვითარების რისკი
იშემიური ინსულტის განვითარების შეფარდებითი რისკი იზრდება 1.5-ჯერ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ როგორც ესტროგენებით მონოთერაპიას, ისე კომბინირებულ ესტროგენ-პროგესტაგენებით თერაპიას. ჰემორაგიული ინსულტის რისკი ჰჩთ-ს დროს არ იზრდება.
შეფარდებითი რისკი არ არის დამოკიდებული ასაკზე ან მკურნალობის ხანგრძლივობაზე, თუმცა რისკი, როგორც ასეთი, Aდამოკიდებულია ასაკზე, ამიტომ ინსულტის განვითარების საერთო რისკი ასაკთან ერთად იზრდება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰჩთ-ს.

შენახვის ვადა: 3 წელი
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს +25°ჩ ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა: 0.5 გ ან 1 გ გელი პაკეტში; 28 პაკეტი მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი: ორიონ ქორფორეიშენ/Oრიონ ჩორპორატიონ
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისამართი, სადაც ახორციელებს საქმიანობას
ორიონინტიე 1, 02200 ესპოო, ფინეთი/ Oრიონინტიე 1, 02200 Eსპოო, Fინლანდ

უკანასკნელი შესწორების თარიღი: 12.06.2024